ექიმი, ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ადამიანებმა მომავალ თაობაზე უნდა იზრუნონ და ამდენ სიძულვილში არ გაზარდონ.
„ადამიანები, ვინც სააკაშვილის გასამართლებას ძალადობის მუხლით ითხოვენ, ტკბებიან ქვეყნის პირველი პირების მიერ გაკეთებული დაუფარავი ძალადობის და ზიზღის შემცველი განცხადებებით.
ადამიანები, ვინც წამების გამო შეცვალეს ხელისუფლება, ყოფილი პრეზიდენტის ციხეში წამებას მოითხოვენ…. არაჰუმანური და კანონის ჩარჩოებს აცდენილი პოსტებით კვებავენ საკუთარ თავში ჩაბუდებულ სიძულვილს…
ნუთუ ვერ ხვდებით, რამდენად დიდი ტრავმა მიიღეთ 90-იანი წლებიდან სწორედ სიძულვილის და ბოროტების ნიაღვარში ცხოვრებით? ზუსტად იგივე ტრავმისთვის სწირავთ თქვენს შვილებსაც. დარწმუნებული ვარ, თქვენს პოსტებსაც კითხულობენ და სახლშიც ამ სიძულვილით უწამლავთ სულს.
არაფრის შემქმნელ, სიძულვილით სავსე ჭურჭლებად ნუ აქცევთ მომავალ თაობასაც…“- წერს გეგჭკორი.