კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, “ქართული ოცნების” დეპუტატი, ელისო ბოლქვაძე რეჟისორ ქეთი დოლიძეს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე დოლიძემ ბოლქვაძეს ქართული არტ მენეჯმენტის განვითარების კონცეფციები გაუზიარა.
“ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ვიმსჯელეთ ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში – „საჩუქარი“ ახალგაზრდა ტალანტების ინტეგრაციის საკითხზე. ქეთი დოლიძემ გაგვიზიარა ქართული არტ მენეჯმენტის განვითარების კონცეფციები”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ