“თავისუფლება მიშას” – აქციას პატრიარქის ოჯახის წევრები შეუერთდნენ

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე აქციას საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის, ოჯახის წევრები შეუერთდნენ.

თავისუფლების მოედანზე პატრიარქის ბიძაშვილი, მარტვილის ტაძრის დიაკვანი, პეტრე ღუდუშაური მივიდა და თქვა, რომ სააკაშვილი პოლიტიკური მოტივით ჰყავთ დაკავებული.

ეს არის მკვლელობა, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს” – ამბობს სასულიერო პირი. 

აქციაზე სალხინოდან ჩამოსული ერთ-ერთი სასულიერო პირი კი აცხადებს, რომ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპისკოპოსის, მეუფე ნიკოლოზის, ინიციატივას ყველა მაღალი იერარქი უნდა შეუერთდეს.

უნდა მოხდეს საყოველთაო შერიგება და სააკაშვილი საპატიმროდან გათავისუფლდეს”- აცხადებენ სასულიერო პირები.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share