ბათუმში, ე.წ “ოცნების ქალაქში”, ორი სახლი იწვის.
თვითმხილველის ინფორმაციით, ადამიანებმა სახლებიდან გამოსვლა მოახერხეს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე რამდენიმე სახანძრო ბრიგადა მუშაობს.
საცხოვრებელი სახლების გადარჩენა, სავარაუდოდ, ვერ მოხერხდება.