მიშას ფაქტორიო, იძახიან და იყო მიშას ფაქტორიც, კი, მაგრამ უმთავრესი მანდ იყო ბიძინას უფაქტორობა!
არაფერი რომ არ უშველის, ხელისუფლების გადაბარების გარდა, მაგიტომ ჩამოიტანა მიშამ ახლა ფაქტორი, თორემ, შარშან არ იყო საზღვარი მორღვეული? “ოცნების” მომხრეები იძახიან ახლა, გამოვალთო, კაი, მაგრამ რომ არავინ გეძახით, ხედავთ? ახლა კი არა, წინასაარჩევნოდ არ დაგიძახეს უმეტესობას! უბნებიც არ ჩამოიარა ოცნებამ, მხარდამჭერებსაც არ გადაურეკა და პირველი ტურის მერე დასხდნენ ოცნების ჩინოსნები და წაგებულ რეგიონებში კოორდინატორები და აგიტატორები დაიკიდეს, ზემოდან გადახედეს, აღარ გვჭირდებიო, უთხრეს! მეტიც, რამდენიმე ადამიანს, ვინც შესთავაზა დახმარება, უთხრეს, გვკიდია, ჩვენ მოგებული გვაქვს ეს არჩევნებიო! გავიმარჯვეთ პარტიამ და არა კანდიდატებმა, კანდიდატებიც გვკიდიაო და ივანიშვილს ფოტოს ხელი გადაუსვეს, მტვერი არ დაედოსო!
ეს იყო მოგებული არჩევნები? მოგებული არჩევნების ხელისუფლებას უპასუხა ახლა ასე ხალხმა? წერეთ ახლა და იკითხეთ, არ იყო ბევრი ხალხიო, ბევრი არა, ძალიან ბევრი ხალხი იყო! იძახეთ ახლა, ფული გადაუხადეს ხალხსო! შარშანაც გადაუხდიდნენ ფულს, მარტო ეგ რომ იყოს მიზეზი! ჩემი მეგობრები იყვნენ მაგ აქციაზე შვილებით და არავისი კაპიკი არ აუღიათ, მოვიდნენ იმიტომ, რომ ყელში ამოუყვანეთ, გაუსაძლისი გახადეთ სუნთქვა! თუ ვინმეს ვინმემ გადაუხადა, ამათ ადამიანს მაინც გადაუხადეს და თქვენ ცოცხებში გადაიხადეთ ფული! ციხის კადრებით მოსულებმა ციხის კადრები გაამასხარავეთ დღეს! რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამაზე ამაზრზენი? ხოდა, ოცნების მომხრეებო, სად მოდიხართ, ვინ დაგიძახათ? პარტია იძახის, მე მოგებული მაქვს, მკიდია მხარდაჭერაო… რა მოიგო, არ ვიცი, მაგრამ მეტი არ სჭირდება, ალბათ! დაფიქრდით და მიხვდებით! დაფიქრდით, რატომ არ მოგაკითხეს არჩევნებამდე, რატომ არ დაგიძახეს, ან დღეს რატომ არ შეგეხმიანენ! არ აპირებენ ეგეთ ბრძოლას, როგორც ჩანს, დასჯერდებიან რამდენიმე კინკილა დეპუტატს! დაფიქრდით, თქვენ კიდევ ჩემზე უკეთ იცით შიდა სამზარეულო:) ხო, ახლა მეტყვით, რად გვინდა ოცნების დაძახებაო, ჩვენ ჩვენითო და ოცნებას და ნაცებს ერთად გავყრითო…
ნეტარ იქნებოდით, რომ არ მატყუებდეთ! ხორავას საქმეზე რომ ჩვენთან ერთად მოგეთხოვათ სამართალი, ივანიშვილისთვის ცხვირში რომ ამოგედინათ აუშენებელი ქარხნები – აი, მაშინ დავიჯერებდი! 9 წელი ჭაობში გაქვთ ცხვირი ჩაყოფილი და ურცხვად გვატყუებთ, კარგია აქ, ჩამოდითო და ახლა თქვენ თქვენით ვინმეს გაყრით? ეჰ… ნეტარ იქნებოდით, თქვენვე რომ გჯეროდეთ ამის! ენმ-მა კი ძალები მოიკრიბა ამასობაში, ზიზღი არ მინდა, ქვეყნის აშენებას დავიწყებო და თქვენ ზიზღს და აგრესიას, ამჯერად უკვე ობიექტურად დასცინა! ხო, ამ ხალხის, ვინც აქციაზე იყო, დამუნათებას როცა შეუდგებით, იმაზე დაფიქრდით, თქვენ სად იყავით ეს ცხრა წელი და რა შედეგი გვექნებოდა დღეს, ჩვენთან ერთად რომ მოგეთხოვათ ივანიშვილისგან ყველა კითხვაზე პასუხი! ის ხალხი ივანიშვილის უპასუხისმგებლობამ, თქვენმა დათვურმა სამსახურმა ივანიშვილისადმი და ქვეყნისადმი უსამსახურობამ გამოიყვანა ქუჩაში!
პოსტის ავტორი, ჟურნალისტი თამარ კეშელავა.