“ნოდარ მელაძის შაბათის” ეთერმა ბაჩო ახალაიასთან ინტერვიუ ჩაწერა. ყოფილი მაღალჩინოსანი სასჯელს იმავე ციხეში იხდის, სადაც მესამე პრეზიდენტია მოთავსებული. როგორც ის ინტერვიუში ამბობს, მიხეილ სააკაშვილმა ციხის თანამშრომლების გული და ნდობა უკვე მოიპოვა: ” ძალიან ვფრთხილობ და არ მინდა ჩემი სიტყვით რამე ზიანი მივაყენო იმ ეპოქალურ ბრძოლას, რომელსაც ახლა მიხეილ სააკაშვილი აწარმოებს,ამიტომ ვარჩევდი, არავინ შემეწუხებინა ჩემი მოსაზრებით, თუმცა კითხვებზე პასუხის არ გაცემა, უხერხულია. აქაურობაზე როგორც წესი, მე არასოდეს ვსაუბრობ,მაგრამ აქ რომ დღეს არჩევნები ტარდებოდეს იმ ხალხშიც კი ვინც სააკაშვილს მეთვალყურეობს,სააკაშვილი აიღებდა უმრავლესობას. ქაც კი ყველა სოლიდარულია მის მიმართ. სანამ ბრძოლა შეეძლება,არ გაუჭირდება არაფერი. ის ბრძოლისთვისაა დაბადებული და ყოველთვის ყველაზე ეფექტურია, როცა ის იბრძვის. შიმშილობა არასასიამოვნო, სარისკო გზაა,მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, ასეთი არაორდინალური და რისკიანი გზით იარა ამ გზებზე. ის არის კრიზისებიდან გამარჯვებამდე მისვლის დიდოსტატი. მთავარია ჯანმრთელობის შენარჩუნება,დანარჩენს მისი თავდადება მოიტანს”. – განაცხადა ბაჩო ახალაიამ.