კოლინ პაუელი კორონავირუსით გარდაიცვალა

ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, გენერალი კოლინ პაუელი კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

“ჩვენ დავკარგეთ შესანიშნავი და მოსიყვარულე ქმარი, მამა, ბაბუა და დიდი ამერიკელი”- განაცხადა მისმა ოჯახმა.

როდესაც პაუელმა ფიცი დადო ბუშის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე, 2001 წელს, ის გახდა ყველაზე მაღალი რანგის ფერადკანიანი საჯარო მოხელე ქვეყანაში.

პაუელს დარჩა ცოლი და სამი შვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share