დაუმსახურებელი თავდასხმები ვერ შეარყევს ჩემს სიყვარულს დედა ეკლესიის მიმართ – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ არაადამიანური და დაუმსახურებელი თავდასხმების მსხვერპლია:

”ძლიერ გულსატკენი, არაადამიანური და დაუმსახურებელი თავდასხმები, საიდანაც არ უნდა იყოს ნაკარნახევი, ვერ შეარყევს ჩემს რწმენას მთლიანობაში და ვერც ჩემს სიყვარულს ჩვენი დედა ეკლესიის მიმართ ”- დაწერა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში, რითაც სავარაუდოდ, პატრიარქის მოსაყდრის ხმაურიან ქადაგებას უპასუხა. 

შეგახსენებთ, გუშინ, 17 ოქტომბერს, მეუფე შიო მუჯირმა საყოველთაო შერიგების იდეა გააკრიტიკა და თქვა, რომ ასეთი რამ სახარებაში არ წერია. მეუფე შიოს თქმით, “ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია და, გარდა იმისა, რომ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება, ასევე ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებშიც, უნდა მოვიკვეთოთ ასეთი ადამიანი, პირად მტერზეა საუბარი, მოვიკვეთოთ ჩვენი ცხოვრებიდან, ან საზოგადოებიდან.”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share