70-ზე მეტი ევროპელი პოლიტიკოსი და დიპლომატი მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრობიდან დაუყონებლივ გათავისუფლებას ითხოვს. ღია წერილში, რომლის ადრესატებიც ევროპის საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები არიან, დეტალურად აღწერს იმ რეალობას რაც ქვეყანაში ვარდების რევოლუციამდე და შემდეგ შეიქმნა.
ევროპელი პოლიტიკოსები პირდაპირ წერენ, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულება არ არსებობს და მესამე პრეზიდენტმა ციხე უნდა დატოვოს იქამდე, ვიდრე მას დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე წარდგომის შესაძლებლობა არ ექნება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი პოლიტიკურ პატიმრად მიაჩნია უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს ვიქტორ იუშენკოს, ლატვიის ყოფილ პრეზიდენტს ვალდის ზატლერსისა და შვედეთის ყოფილ პრემიერმინისტრ კარლ ბილდტს.
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ ფრანგი, შვედი, იტალიელი, ესპანელი, პოლონელი, ხორვატი, ჩეხი, ლიეტუველი, ლატვიელი და ესტონელი დეპუტატები.
დოკუმენტის ხელმომწერია 27 ევროდეპუტატი – ევროპარლამენტის თითქმის ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან. მათ შორის არიან საქართველოს საკითხზე მომუშავე ევროდეპუტატები ანა ფოტიგა, EPP-ს ვიცე-პრეზიდენტი რასა იუკნევიჩიანე და სოციალისტებიდან რაფაელ გლუკსმანი.