სოფელში ჩასულ ნოდარ დუმბაძეს მეგობარი ახლდა, რომელსაც ცალი ფეხი ხის ქონდა.
დუმბაძეს თევზაობა ძალიან უყვარდა და მეგობარიც წაიყვანა სათევზაოდ.
ადრიანი გაზაფხული იყო და წყალი ცივი იყო. ნოდარი მოხერხებულად ვერ მიუდგა მდინარეს, შეეზარა წყალში შესვლა, ხოლო მისმა მეგობარმა ჩაყო ეს ხის ფეხი წყალში და თევზაობს არხეინად, არც ცივი წყალი აწუხებს და სათევზაო ადგილებსაც კარგად სწვდება.
გავიდა კაი ხანი ეს კაცი თევზაობ,ს კაი ბლომად თევზი დაიჭირა, არც აპირებს სახლში წასვლას. უყურა ცოტა ხანი ნოდარამ, რომელსაც მოსწყინდა თევზაობა და უთხრა.
– ძამა სანამ გაგეკვირტება ეგ ხის ფეხი არ წამოხვალ სახლში?