გურიაში უკვე მეორე დღეა სტიქიას ებრძვიან.
ყველაზე დიდი ზარალი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტშია, სადაც რამდენიმე სოფელში დაზიანდა საავტომობილო და საფეხმავლო ხიდები, შიდა და ცენტრალური გზები.
ისევ დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, საყანე-სავარგულები. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის, ალექსნადრე სარიშვილის ინფორმაციით, შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც სტიქიის ზონაში მუშაობს და ზარალის აღწერას ახორციელებს