ლანჩხუთის გამგეობის კულტურის განყოფილების ყოფილი ხელმძრვანელი ირმა მგელაძე, ლანჩხუთელ ქალ ფეხბურთელებს გამარჯვებას სოციალური ქსელით ულოცავს და წერს:
“ჩემს “წინა ცხოვრებაში” ყველა პოზიციაზე სპორტი შემოდიოდა ჩემს საკურატორო სფეროში და ამიტომ განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო ამ გოგონების, საერთოდ გოგონების ფეხბურთის ჩემს ცნობიერებაში შემომტანი ადამიანის, ავთო ორმოცაძის წვლილი და დამსახურება. იგი სამწუხაროდ ვერ მოესწრო ამ სიხარულს, თუმცა მინდა ვუთხრა, რომ მისი რუტინული შრომა, იდეა, სურვილი(რომელიც ხანდახან ირეალური გვეჩვენებოდა), და სიყვარული უკვალოდ არ გამქრალა, პირიქით, გაიზარდა, გალაღდა და ნაყოფიც გამოიღო. მოკლედ გილოცავ ბატონო ავთო, იმიერში, გაიხაროს თქვენმა სულმა ამ წარმატებით! აქვე უნდა ავღნიშნო ბატონი დურმიშხან ჩხაიძის დამსახურება, რომელმაც “რკინის ქალამანი” ჩაიცვა და არავის არ დააჩაგვრინა გოგონები. შვილებივით პატრონობდა და აი თურმე რამხელა გამარჯვებისთვის ამზადებდა. გილოცავთ ბატონო დურუ, ზუსტად ვიცი ახლა რამხელა სიამაყეს და სიხარულს განიცდით! და ბოლოს(თავშიც და ბოლოშიც თქვენ ხართ) გილოცავთ გოგონებო, თქვენს ახალგაზრდა მწვრთნელთან ერთად ბევრი სიხარული მოგეტანოთ ჩვენი ქვეყნისთვის! თქვენ გურული ქალების ღირსეული გამგრძელებლები ხართ, რომლებმაც ხმის უფლებაც მოიპოვეს, ცხენზეც ჯირითობდნენ და ახლა ფეხბურთშიც გვასახელეთ! “