მეცნიერებმა შესაძლოა, დინოზავრის კლონი შექმნან – რის საფუძველს იძლევა ჩინეთში აღმოჩენილი დინოზავრის დნმ-ის დარჩენები

მეცნიერებმა შესაძლოა, დინოზავრის კლონი შექმნან - რის საფუძველს იძლევა ჩინეთში აღმოჩენილი დინოზავრის დნმ-ის დარჩენები

“იუ­რუ­ლი პარ­კი“ შე­საძ­ლოა, ჩვე­ნი რე­ა­ლო­ბა გახ­დეს – ამ­გვა­რი მო­საზ­რე­ბა მას შემ­დეგ გაჩ­ნდა, რაც მეც­ნი­ე­რებ­მა ჩრდი­ლო­ეთ ჩი­ნეთ­ში დი­ნო­ზავ­რის დნმ-ის შემ­ცვე­ლი ნარ­ჩე­ნე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

რო­გორც “ნიუ იორკ პოს­ტი” წერს, მეც­ნი­ე­რე­ბის ცნო­ბით, კა­უ­დიპ­ტე­რიქ­სი დე­და­მი­წა­ზე 125 მი­ლი­ო­ნი წლის წინ ცხოვ­რობ­და. მას ჩი­ტის მსგავ­სი აგე­ბუ­ლე­ბა და ფრთე­ბი ჰქონ­და.

და­ახ­ლო­ე­ბით ფარ­შე­ვან­გის ზო­მის დი­ნო­ზავ­რის ფე­ხის ხრტი­ლი ვულ­კა­ნურ ნარ­ჩე­ნებ­ში კარგ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია შე­მო­ნა­ხუ­ლი. უჯრე­დე­ბი მი­ნე­რა­ლი­ზე­ბუ­ლი იყო პრო­ცე­სის შე­დე­გად, რო­მელ­საც სი­ლი­ცი­ფი­კა­ცია ეწო­დე­ბა.

თუ მეც­ნი­ე­რებ­მა სა­ჭი­რო მა­სა­ლა შე­აგ­რო­ვეს, მათ შე­ეძ­ლე­ბათ დი­ნო­ზავ­რის კლო­ნის შექ­მნა ისე­ვე, რო­გორც ეს 1993 წლის ფილმშია.

“ჩვენ ყვე­ლა­ზე მე­ტად გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი უჯრე­დის ბირ­თვე­ბი გვა­ინ­ტე­რე­სებს, რად­გან თუ დე­ე­ნე­მი შე­მო­ნა­ხუ­ლია, ყვე­ლა­ზე დიდი ალ­ბა­თო­ბით ის აქ იქ­ნე­ბა“, – ამ­ბობს პრო­ფე­სო­რი ალი­და ბა­ი­ლუ­ლი.

ambebi.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share