“იურული პარკი“ შესაძლოა, ჩვენი რეალობა გახდეს – ამგვარი მოსაზრება მას შემდეგ გაჩნდა, რაც მეცნიერებმა ჩრდილოეთ ჩინეთში დინოზავრის დნმ-ის შემცველი ნარჩენები აღმოაჩინეს.
როგორც “ნიუ იორკ პოსტი” წერს, მეცნიერების ცნობით, კაუდიპტერიქსი დედამიწაზე 125 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. მას ჩიტის მსგავსი აგებულება და ფრთები ჰქონდა.
დაახლოებით ფარშევანგის ზომის დინოზავრის ფეხის ხრტილი ვულკანურ ნარჩენებში კარგ მდგომარეობაშია შემონახული. უჯრედები მინერალიზებული იყო პროცესის შედეგად, რომელსაც სილიციფიკაცია ეწოდება.
თუ მეცნიერებმა საჭირო მასალა შეაგროვეს, მათ შეეძლებათ დინოზავრის კლონის შექმნა ისევე, როგორც ეს 1993 წლის ფილმშია.
“ჩვენ ყველაზე მეტად გაქვავებული უჯრედის ბირთვები გვაინტერესებს, რადგან თუ დეენემი შემონახულია, ყველაზე დიდი ალბათობით ის აქ იქნება“, – ამბობს პროფესორი ალიდა ბაილული.
ambebi.ge