“კალაძეს ქალაქის მერობით რომ მოაქვს თავი, თბილისის პენსიონერებს საერთოდ არ იცნობს და არც მათი ყოფა ცხოვრება არ აინტერესებს” – ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე თბილისის მოქმედ მერს, კახა კალაძეს მიმართავს. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.
“მე ვფიქრობ, კალაძე ქალაქის მერობით რომ მოაქვს თავი, თბილისის პენსიონერებს საერთოდ არ იცნობს და არც მათი ყოფა ცხოვრება არ აინტერესებს. ის რომ დაინტერესებულიყო პენსიონერების ცხოვრებით ამხელა შეურაცჰყოფას მათ არ მიაყენებდა.. ბატონო კახა ერთხელ დაგიწერე და ვიმეორებ ეგ შენი 500 ლარიანი მედიკამენტების ვაუჩერი თავზე გადაიხიე, ან როგორც იტყვიან… მიხვდები ალბათ რისი თქმაც მინდა, ( მე ჩემ თავს არ ვკადრებ). შენი ნაწყალობები წამლები პენსიონერებს არ ჭირდება, იმ მათხოვრული პენსიითაც როგორმე გავიტანთ თავს, ოღონდ თქვენ, ოცნების ხელისუფლება მოგვშორდით. ჰო არ დაგავიწყდეთ პენსიონერების მძარცველი ლიბერთ ბანკიც გაიყოლეთ,” – წერს ლამარა აბჟანდაძე.