ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“ქართულ პოლიტიკას რაც ყოველთვის აკლდა, და არა მარტო პოლიტიკას, ზოგადად ქართულ ბუნებას, ეს არის პრიორიტეტების განსაზღვრა, ამოცანის, მიზნის დასახვა და მხოლოდ ამის შემდეგ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, იქნება ეს საუბრით, წერით თუ სხვა მოქმედებით. განსაკუთრებულად კატასტროფულად იგრძნობა ეს იდეალისტებში – იქ, სადაც იდეაა, გულწრფელი ემოციები და შედეგის განსაზღვრისთვის საერთოდ აღარ რჩება ადგილი.
რა არის ჩვენი ამოცანა თუ მიზანი დღეს?
საქართველოს ამოყვანა ჭაობიდან.
ვახერხებთ ამას? ვერა, ვერ ვახერხებთ.
ყველა პარტიას თავისი ამომრჩეველი ჰყავს – ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები.
მე ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი ვარ, რომელიც ერთპიროვნული ლიდერია ოპოზიციში ამომრჩეველთა რაოდენობით. ახერხებს ენმ გამარჯვებას? ვერა, ვერ ახერხებს.
ვერც სხვა, ჩვენ რომ ვუწოდებთ, დაბალპროცენტიანი პარტიები ახერხებენ.
ჯამურად ვახერხებთ? ასე მარტივად გაერთიანებით ვიგებთ? ვერა, ვერ ვიგებთ, რადგან საქმე მხოლოდ პროცენტებში არ არის, მთავარი ამდენი ხნის განმვლობაში შიშის, უიმედობის თუ სხვა მიზეზის გამო სახლში დარჩენილი ადამიანებია, ან ისინი, ვისაც იმავე უიმედობის და უკიდურესი გაჭირვების გამო ისევ ხელისუფლება იყენებს.
რა არის ჩვენი მთავარი ამოცანა – გავაგრძელოთ ყველამ ჩვენ ჩვენი სიმართლეების ლაპარაკი, სხვების დამუნათება და დავრჩეთ ასე ამაყად ყველაზე მაგრები და მართლები თუ გავაჩინოთ ხალხში იმედი, გავაქროთ შიში და შევქმნათ მუხტი? რა თქმა უნდა, მეორე.
რას ემსახურება მიხეილ სააკაშვილის უპრეცედენტო თავდადება – იმას რომ ჩვენ ის დითირამბებით შევამკოთ, ცრემლები ვღვაროთ, აქ ვაკაკუნოთ, ერთმანეთს ვუმტკიცოთ ვინ უფრო მაგარია თუ ამ ქვეყნის ხსნას?!
მიხეილ სააკაშვილი სწორედ იმიტომ ჩამოვიდა დ იმიტომ ზის ციხეში რომ ისიც დაა ჩვენც, ყველა ერთად, თუნდაც ერთი მიზნის გარშემო მაინც გავერთიანდეთ და რაკი ცალ–ცალკე ვერ ვიგებთ, ერთად მოვიგოთ – ამაშია მიშას თავდადების უდიდესი ფასი და აზრი და ეს ყველაფერი რაც დღეს გვაქვს, ოპოზიციური კოალიციის ჩათვლით, ამ თავგანწირვის შედეგია.
მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს და უნდა განთვისუფლდეს.
გარდა გამარჯვებისა ყველასი ერთად, არის სხვა გზა მისი განთავისუფლების?! არა, არ არის!
ეს ერთობაც, ავი თუ კარგი, დღევანდელი რეალობაც მიშას მოაქვს ციხიდან! ციხიდან, საიდანაც ის უნდა განთავისუფლდეს რათა რასაც დღეს მივაღწიეთ, კიდევ უკეთესისკენ შეიცვალოს.
მაშ რა გვაქვს საკამათო? ამასთან შედარებით განა ყველაფერი დეტალი არ არის? ან ეგებ ვინმეს აქვს რამე ალტერნტივა, ოღონდ არა სიტყვების ბრახაბრუხით, არამედ შესაბამისი რესურსებით? თქვას და მოვუსმენ!
გგონიათ რამე ახალი ვთქვი? მიხეილ საკაშვილის ყველა მიმართვა ამაზეა და ეგებ სიყვარულთან ერთად მოვუსმინოთ ხანდახან მაინც! მიშა მესვეტე არაა, ის პოლიტიკოსია, უძლიერესი პოლიტიკოსი. მიშა მზადაა სიკვდილისთვის თუ საჭიროა, მაგრამ მას არ უნდა სიკვდილი და ის უნდა განთავისუფლდეს! ქვეყანა უნდა განთავისუფლდეს ამ ბოროტებისგან!
სკამებისთვის იბრძვიანო რომ ამბობთ, ხელისუფლებაში მოსასვლელად როცა იბრძვი, იქ სკამებია. სკამი კი არაა პრობლემა, როგორ მიდიხარ ამ სკამამდე და მერე რაში იყენებ, ეგაა მთვარი.
ახლადშექმნილი კოალიცია, რომელსაც ორივე ხელით მივესალმები, თუმცა ჩემს შეხედულებებს მთზე ვინრჩუნებ, ერთიანადაა დაინტერესებული გამარჯვებაში და ამ გზას ვინც უღალატებს, ის გადაიჩეხება.
დღეს მთავარი ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანაა და ამისათვის უნდა მოვიგოთ და საქართველოს მესამე პრეზიდენტი განთავისუფლდეს, რომლის სიცოცხლე საფრთხეშია ჩვენი ერთობის და გამარჯვების გულისთვის!
დათმო ენმ–მ ყველაზე მეტი? მეც ვთვლი რომ დათმო – ძლიერია და იმიტომ!
რა ვიცი, მეტი რაღა ვთქვა. რაც ამ ცხოვრებამ მასწავლა, შევეცადე ამეხსნა. დანარჩენი თქვენ იცით.”- წერს სარიშვილი.