ლვოვის მერი, ანდრეი სადოვოი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
“ლიზა იასკო გუშინ იყო მიხეილ სააკაშვილთან. გადმოგვცა მოკითხვა, საღამოს მისი მდგომარეობა გაუარესდა. მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას და ხარისხიან სამედიცინო დახმარებას. ვიმედოვნებ, რომ ქართველი ხალხის ღირსება იქნება უფრო მაღლა, ვიდრე ანგარიშსწორების სურვილი. ჩვენ არ გვაქვს უფლება, ჩვენი მეგობარი გასაჭირში მივატოვოთ! უკრაინის ხელისუფლება უბრალოდ ვერ გაჩუმდება!” ,- წერს სადოვოი.