“მნიშვნელოვანია, გააქტიურდეს კომუნიკაცია ყველა დონეზე, რათა მაქსიმალურად ავუხსნათ მოსახლეობის თითოეულ რგოლს, რატომ არის ვაქცინაცია მნიშვნელოვანი, წავახალისოთ ვაქცინაცია და მაქსიმალურად თავი შევიკავოთ ნებისმიერი იძულებითი ღონისძიებისგან. მე ვთვლი, რომ ამ ეტაპისთვის, ჩვენ სავალდებულო ვაქცინაცია არ გვჭირდება. მნიშვნელოვანია, გამოვიკვლიოთ თითოეული მიზეზი, რატომ ამბობს უარს მოქალაქე ვაქცინაციაზე.”
ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ვაქცინაციასთან დაკავშირებით.