დღეს, 21 ნოემბერს, საქართველოს მასშტაბით, 17 საარჩევნო ოლქში არჩევნების მეორე ტური იმართება.
იმ ოლქებში, სადაც პირველ ტურშივე გამოვლინდა გამარჯვებული, ყველა “ქართული ოცნების” წარმომადგენელია. დარჩენილი 17 ოლქიდან მხოლოდ ერთში, გლდანში ლიდერობდა ოპოზიცია.
მეორე ტური იმართება
თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი – ირაკლი ქადაგიშვილი (ქართული ოცნება); გიორგი ბოტკოველი (ნაციონალური მოძრაობა);
რუსთავი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნაწილი – ნინო ლაცაბიძე (ქართული ოცნება); დავით კირკიტაძე (ნაციონალური მოძრაობა);
ხაშური, ქარელი, ვარიანი, ნიქოზი, ტირძნისი, სკრისა, შინდისი – ზაალ დუგლაძე (ქართული ოცნება); ნატო ჩხეიძე (ძალა ერთობაშია);
ტყიბული, თერჯოლა, ზესტაფონი და ბაღდათი – ბეჟან წაქაძე (ქართული ოცნება); კახა გეწაძე (ძალა ერთობაშია);
ქუთაისი – ზაზა ლომინაძე (ქართული ოცნება); გრიგოლ ვაშაძე (ნაციონალური მოძრაობა);
ზუგდიდი – ირაკლი ჩიქოვანი (ქართული ოცნება); მალხაზ ჯალაღონია (ძალა ერთობაშია);
ბათუმი – რესან კონცელიძე (ქართული ოცნება); ლევან ვარშალომიძე (ნაციონალური მოძრაობა);
ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო – ანზორ ბოლქვაძე (ქართული ოცნება); მიშა ბოლქვაძე (ძალა ერთობაშია).
ასევე მეორე ტური იმართება თბილისის 8-ვე ოლქში. ამ ოლქებში ხმები ასე გადანაწილდა:
მთაწმინდა–კრწანისი – ბექა ოდიშარია (ქართული ოცნება); შალვა შავგულიძე (ევროპული საქართველო);
ვაკე – ნოდარ ტურძელაძე (ქართული ოცნება); ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო);
ნაძალადევი – მიხეილ ყაველაშვილი (ქართული ოცნება); შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია);
გლდანი – ნიკა მელია (ნაციონალური მოძრაობა); ლევან კობიაშვილი (ქართული ოცნება);
სამგორი – სოზარ სუბარი (ქართული ოცნება); ლევან ხაბეიშვილი (ნაციონალური მოძრაობა);
ისანი – კახა კახიშვილი (ქართული ოცნება); ხატია დეკანოიძე (ნაციონალური მოძრაობა);
დიდუბე–ჩუღურეთი – გია ვოლსკი (ქართული ოცნება); ზურა ჯაფარიძე (გირჩი);
საბურთალო – დავით სერგეენკო (ქართული ოცნება); ალექსანდრე ელისაშვილი (მოქალაქეები);
ცესკოს ოფიციალური მონაცემებით პარლამენტში 9 პარტია შედის, “ქართული ოცნება” უმრავლესობით.
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს ოპოზიცია. ნაციონალური მოძრაობა- ძალა ერთობაშია თავიანთ მხარდამჭერებს მოუწოდებს არ მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.