“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია საქართველოში უკრაინელი კოლეგის არ შემოშვებას აფასებს და ამბობს, რომ ქვეყანაში კატასტროფა ხდება. მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის უფლებები ყოველწუთიერად ირღვევა.
“ყველაფერი, რაც უკავშირდება სააკაშვილის უფლებების დაცვას ირღვევა ყოველწუთიერად, არ დარჩა უბრალოდ ამ სპექტრში უფლებებისა რომელიმე, რომელიც არ დარღვეულა, მეორე მხარე აქვს ამ საკითხს, რომ მეგობრული სახელმწიფოს, უკრაინის მოქალაქე, ადვოკატი, მაღალი კვალიფიკაციის ძალიან გააბრუნეს უბრალოდ საზღვრიდან, დეპორტაცია გაუკეთეს. თქვენ წარმოდგენილი გაქვთ რა ჰქვია ამას ყველაფერს?! მე არ მაქვს ბოლომდე კიდევ გაცნობიერებული გულწრფელად გითხრათ. ჩვენ ვიმყოფებით კატასტროფაში და მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ ლაკმუსის ქაღალდია, რომელმაც ეს კატასტროფა სრული მასშტაბით დაგვანახა”, – თქვა ნიკა გვარამიამ.