“მთავარი არხის” ექსკლუზიური ინფორმაციით, სამმართველოს ხელმძღვანელებმა დღეს შეტყობინებები მიიღეს, რომლის მიხედვითაც მათ იმ ადამიანების სიები უნდა მოამზადონ, ვისაც რობოკოპებში დამატება სურთ.
უცნობია რას უკავშირდება უწყბაში მსგავსი მობილიზება.
“სასწრაფოა 15:00 საათამდე სამმართველოს ხელმძღვანელებმა გადმოგვიგზავნოთ სიები ვისაც სურვილი აქვს იყოს რობოკოპებში (დანამატი იქნება) მოიკითხეთ კარგი, ღონიერი და სანდო ბიჭები. ასევე პირველ რიგში მოიკითხეთ ვისაც გავლილი აქვს რობოკოპები. (სრული მონაცემები გადმოაგზავნეთ სახელი-გვარი, თანამდებობა, წოდება ტელეფონი) – წერია შეტყობინებაში.
“მთავარი არხი” დამატებით დეტალებს 18:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გაასაჯაროვებს.