ყველაზე ხანგრძლივი შიმშილობის ამბები ისტორიიდან – ვინ რატომ შიმშილობდა და რა შედეგით დასრულდა უკიდურესი ფორმის პროტესტი

პრო­ტეს­ტის უკი­დუ­რეს ფორ­მას, შიმ­ში­ლო­ბას ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით მი­მარ­თა­ვენ – ის­ტო­რი­ას ახ­სოვს სო­ცი­ა­ლუ­რი მო­თხოვ­ნე­ბის გამო და­წყე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შიმ­ში­ლო­ბა, ასე­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის, პა­ტიმ­რო­ბი­სა, თუ სხვა მი­ზე­ზით გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი პრო­ტეს­ტი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს თემა ახლა ისე­თი აქ­ტუ­ა­ლუ­რია, რო­გორც არას­დროს, რად­გა­ნაც ქვეყ­ნის მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი, პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უკვე 33-ე დღეა შიმ­ში­ლობს. ის პირ­ველ ოქ­ტომ­ბერს და­ა­კა­ვეს და რუს­თა­ვის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მე-12 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. სა­ა­კაშ­ვილ­მა პა­ტიმ­რო­ბის პირ­ვე­ლი დღი­დან­ვე შიმ­ში­ლო­ბა გა­მო­ა­ცხა­და.

ამ ფონ­ზე გა­დავ­ხე­დოთ მსოფ­ლი­ოს ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი შიმშლო­ბის ამ­ბებს, პრო­ტესტს, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნებ­მა სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით მი­მარ­თეს.

  • ცე­ზარ ჩა­ვე­ზი – 36 დღე

ცე­ზარ ჩა­ვე­ზი 1927 წელს მუ­შა­თა კლა­სის ღა­რიბ, მექ­სი­კურ ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე გა­აც­ნო­ბი­ე­რა, რომ არა­ფე­რი ება­და და უფრო მე­ტიც, რამ­დე­ნიც უნდა ეშ­რო­მა, შე­საძ­ლო იყო, რომ იმ სო­ცი­ა­ლუ­რი ფე­ნის ადა­მი­ანს, რო­მელ­საც წარ­მო­ად­გენ­და, ვე­რაფ­რის­თვის მი­ეღ­წია. ახალ­გაზ­რდო­ბის წლე­ბის დიდი ნა­წი­ლი კა­ლი­ფორ­ნი­ა­სა და არი­ზო­ნა­ში ფერ­მე­რულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში გა­ა­ტა­რა.

ახალ­გაზ­რდა ჩა­ვე­ზი შეძრწუ­ნე­ბუ­ლი იყო აშშ-ში მისი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე მუ­შე­ბის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით, მო­ნუ­რი შრო­მით, რო­მე­ლიც მიგ­რან­ტებს უწევ­დათ.

1962 წელს ჩა­ვეზ­მა გა­და­წყვი­ტა შე­ეც­ვა­ლა რა­ი­მე იმის­თვის, რომ მშრო­მელ­თა მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი­ყო. მან და­ა­არ­სა მშრო­მელ­თა ეროვ­ნუ­ლი ასო­ცი­ა­ცია და და­ი­წყო მი­ტინ­გე­ბის, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის გა­მარ­თვა. მა­ლე­ვე მისი იდე­ე­ბი ათა­სო­ბით ადა­მი­ან­მა გა­ი­ზი­ა­რა და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს შე­უ­ერ­თდა.

თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ, ამ ტი­პის აქ­ცი­ებს შე­დე­გი არ მოჰ­ყო­ლია. ამი­ტო­მაც, ცე­ზარ ჩა­ვე­ზა­მა გა­და­წყვი­ტა პრო­ტეს­ტის სხვა მე­თო­დის­თვის მი­ე­მარ­თა. მან შიმ­ში­ლო­ბა გა­მო­ა­ცხა­და.

36 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იშიმ­ში­ლა. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში 13 კგ და­იკ­ლო. ჩა­ვე­ზი 1993 წელს გარ­და­იც­ვა­ლა და მშრო­მელ­თა უფ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბის კუ­თხით მას უდი­დე­სი წვლი­ლი აქვს შე­ტა­ნი­ლი.

  • სო­ლანჟ ფერ­ნექ­სი – 40 დღე

სო­ლან­ჟი 1934 წელს საფ­რან­გეთ­ში და­ი­ბა­და და ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი პო­ლი­ტი­კო­სი გახ­და ქვე­ყა­ნა­ში. სო­ლანჟ ფერ­ნექ­სის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო ადა­მი­ა­ნებს უფრო მეტი სცოდ­ნო­დათ იმ მავ­ნე გავ­ლე­ნის შე­სა­ხებ, რა­საც ატო­მუ­რი ენერ­გია გა­რე­მო­ზე ახ­დენს და თა­ვი­სი აქ­ტი­ვიზ­მით ადა­მი­ა­ნის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას ცდი­ლობ­და.

ცდი­ლობ­და, ყვე­ლა­ფე­რი გა­ე­კე­თე­ბი­ნა იმის­თვის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სცოდ­ნო­და იმ პო­ტენ­ცი­უ­რი გა­ნად­გუ­რე­ბის შე­სა­ხებ, რაც შე­ი­ძე­ბა ატო­მუ­რი რექ­ტო­რე­ბის მწყობ­რი­დან გა­მოს­ვლას მოჰ­ყვეს.

პრო­ტეს­ტის სხვა ფორ­მე­ბით რომ ვე­რა­ფერს გახ­და, სო­ლანჟ­მა შიმ­ში­ლო­ბა და­ი­წყო. მას სურ­და, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უარი ეთ­ქვა ბირ­თვულ რე­აქ­ტორ­ზე და რაც შე­ი­ძე­ბა მეტ ადა­მი­ანს და­ე­ჭი­რა მხა­რი მისი პრო­ტეს­ტის­თვის.

ის 40 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შიმ­ში­ლობ­და,. სამ­წუ­ხა­როდ, მისი მცდე­ლო­ბა წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი იყო, თუმ­ცა ის­ტო­რი­ა­ში შე­ვი­და, რო­გორვ მა­მა­ცი აქ­ტი­ვის­ტი, რო­მელ­მაც ძა­ლის­ხმე­ვა არ და­ი­შუ­რა, რომ მსოფ­ლი­ოს უკე­თე­სი გა­რე­მო ჰქო­ნო­და.

  • ბობი სენ­დსი – 66 დღე

ბობი 1972 წელს ირ­ლან­დი­ა­ში და­ი­ბა­და. ზო­გი­ერ­თი მას ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სა­მარ­ცხვი­ნო ფი­გუ­რად მი­იჩ­ნევს. ნა­წი­ლის­თვის კი გმი­რია. სენ­დსი ირ­ლან­დი­ის რეს­პუბ­ლი­კუ­რი არ­მი­ის წევ­რი იყო. 1976 წელს ის და­ა­კა­ვეს და გა­ა­სა­მარ­თლეს იმ უკა­ნა­ნო ია­რა­ღის ფლო­ბის­თვის, რომ­ლი­თაც ირ­ლან­დი­ელ პო­ლი­ცი­ე­ლებს ეს­რო­ლეს.

თავ­და­პირ­ვე­ლად ცი­ხე­ში მან ე.წ. ბინ­ძუ­რი პრო­ტეს­ტი გა­მო­ა­ცხა­და. სენ­დსი და სხვა პა­ტიმ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მას მხარს უჭერ­დნენ, უარს ამ­ბობ­დნენ და­ბა­ნა­ზე და ცი­ხის კედ­ლებს ფე­კა­ლუ­რი მა­სით აბინ­ძუ­რებ­დნენ.

1981 წელს ბობი სენ­დსმა, შიმ­ში­ლო­ბა გა­მო­ა­ცხა­და. ითხოვ­და, რომ არ ჰქო­ნო­და პა­ტიმ­რის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი უნი­ფორ­მის ტა­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა, არ ემუ­შა­ვა, ჰქო­ნო­და და­მა­ტე­ბით ვი­ზი­ტო­რე­ბი­სა და ამა­ნა­თე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. გარ­და ამი­სა, ითხოვ­და, რომ პა­ტიმ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც წარ­სულ­ში ირ­ლან­დი­ის არ­მი­ის წევ­რე­ბი იყ­ვნენ, პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბად გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნათ, ან ეღი­ა­რე­ბი­ნათ სამ­ხედ­რო ტყვედ და მათ­თვის დამ­ნა­შა­ვის სტა­ტუ­სი მო­ეხ­სნათ.

სენ­დსი 66 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შიმ­ში­ლონ­და. 66-დღი­ა­ნი შიმ­ში­ლო­ბის შემ­დეგ კი გარ­და­იც­ვა­ლა. სენ­დსის სიკ­ვდი­ლი ირ­ლან­დი­ა­ში ეროვ­ნუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო მოძ­რა­ო­ბის და­წყე­ბის წი­ნა­პი­რო­ბა გახ­და. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში აცხა­დებ­დნენ, რომ სენ­დსი იყო კრი­მი­ნა­ლი და სიკ­ვდი­ლი მისი არ­ჩე­ვა­ნი იყო. აღ­ნიშ­ნულ­მა საქ­მემ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო. და ადა­მი­ა­ნე­ბის მო­საზ­რე­ბა ორ ნა­წი­ლად გა­ი­ყო. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სენ­დსის ამ­ბავ­მა სა­ფუძ­ვე­ლი და­უ­დო ეროვ­ნულ მოძ­რა­ო­ბას, რა­საც ის მოჰ­ყვა, რომ ქვე­ყა­ნა­ში მმარ­თვე­ლი ძალა შე­იც­ვა­ლა.

  • ბა­გატ სინ­გი – 116 დღე

ბა­გატ სინ­გი 1931 წელს ინ­დო­ეთ­ში და­ი­ბა­და. ის იყო ინ­დო­ე­თის გან­მან­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი მოძ­რა­ო­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რი. სინ­გი ით­ვლე­ბა მა­ჰათ­მა გან­დის მიერ და­წყე­ბუ­ლი გან­მან­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი მოძ­რა­ო­ბის გამ­გრძე­ლებ­ლად.

რო­დე­საც და­ა­პა­ტიმ­რეს, მან შიმ­ში­ლო­ბა და­ი­წყო. ასეთ­მა ქმე­დე­ბამ ქმე­დე­ბამ პო­პუ­ლა­რო­ბა და აღი­ა­რე­ბა მო­უ­ტა­ნა. ინ­დო­ე­ლე­ბის­თვის ის გმი­რი გახ­და. შიმ­ში­ლო­ბის დამ­თავ­რე­ბის მო­მენ­ტში სინ­გი 54 კო­ლოგ­რამს იწო­ნი­და. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სინ­გის ამ და ბევ­რმა სხვა ქმე­დე­ბამ ინ­დო­ეთს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მო­უ­ტა­ნა.

  • ირომ ჩანუ შარ­მი­ლა – ინ­დო­ე­ლი აქ­ტი­ვის­ტი და შიმ­ში­ლო­ბის 16 წელი

ინ­დო­ე­ლი აქ­ტი­ვის­ტის, ირომ ჩანუ შარ­მი­ლას ამ­ბა­ვი მარ­თლაც გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლია, რად­გა­ნაც ის 16 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­მარ­თავ­და შიმ­ში­ლო­ბის უკი­დუ­რეს ფორ­მას. ეს არის შიმ­ში­ლო­ბის რე­კორ­დი, რაც კი მსოფ­ლი­ოს ახ­სოვს.

ის აპ­რო­ტეს­ტებ­და 2000 წელს ინ­დო­ელ კა­ნონ­მდე­ბელ­თა მიერ მი­ღე­ბულ კა­ნონს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს უფ­ლე­ბა ენი­ჭე­ბო­დათ, შე­სა­ბა­მი­სი ორ­დე­რის გა­რე­შე და­ე­კა­ვე­ბი­ნათ ადა­მი­ა­ნე­ბი, ხოლო თუ სა­ჭი­როდ ჩათ­ვლიდ­ნენ, ცე­ცხლიც გა­ეხ­სნათ

შიმ­ში­ლო­ბის და­ყწე­ბი­დან სამ დღე­ში ირო­მი და­ა­კა­ვეს, რად­გა­ნაც ინ­დო­ეთ­ში ეს მი­იჩ­ნი­ეს სუ­ი­ცი­დის მცდე­ლო­ბად, რაც კა­ნო­ნით დას­ჯა­დია. აქ­ტი­ვისტს, თა­ვი­სი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, წვე­თოვ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით აწ­ვდიდ­ნენ სი­ცო­ცხლის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ ნივ­თი­ე­რე­ბებს, 16 წელი ის ამ­გვარ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, არც წყა­ლი და­უ­ლე­ვია და არც საკ­ვე­ბი მი­უ­ღია. შიმ­ში­ლო­ბა მან 2016 წელს შე­წყვი­ტა. შარ­მი­ლას “სინ­დი­სის პა­ტი­მა­რი“ უწო­დეს.

შარ­მი­ლამ პრო­ტეს­ტის შე­წყვე­ტი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ სურს მი­ნის­ტრი გახ­დეს, კა­ნო­ნე­ბი შეც­ვა­ლოს და ამ კუ­თხით ინ­დო­ეთ­ში რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი გარ­და­ტე­ხა შე­ი­ტა­ნოს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შიმ­ში­ლო­ბის შე­წყვე­ტის დღეს, მან თაფ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის თან­დას­წრე­ბით გა­სინ­ჯა.

ambebi.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share