”ეჭვი მაქვს მეც ვიგულისხმები დასაჭერებში. გუშინ ვთქვი ციხეზე შტურმი მოვაწყოთთქო მომაკვდავი ადამიანის საავადმყოფოში გადასაყვანად. ჩლუნგებს ყველაფერი სახელმწიფო ხელისუფლების და კონსტიტუციური წესწყობილების ძალადობრივი დამხობა გონიათ. იურისტი რად უნდათ, ჟუჩოკ–კამერების დამყენებლების და კრებსების მჯღაბნელების მეტი არავინ ჭირდებათ”.- წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი, რითაც ეხმაურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, უწყება მოუწოდებს დესტრუქციულ ძალებს, თავი შეიკავონ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისგან.