რუსთავში ოპოზიციის აქტივისტს, გიორგი ბალხამიშვილს თავს დაესხნენ. მისი ინფორმაციით, ფიზიკურად მმართველი პარტიის ზონდერ-ჯგუფები გაუსწორდნენ.
ბალხამიშვილი ამბობს, რომ თავს სამი ადამიანი დაესხა. ფაქტი კი ბენზინგასამართი სადგურის ჩაბნელებულ ტერიტორიაზე მოხდა.
როგორც ირკვევა, საპატრულო პოლიციამ ოქმიც შეავსო.