კონსილიუმმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ავადმყოფი იქნეს გადაყვანილი გადაუდებლად, მაღალპროფილურ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში – განაცხადა მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ რამდენიმე წუთის წინ.
ციხეში კონსილიუმის სხდომა დასრულდა, თუმცა თავად მიხეილ სააკაშვილი ექიმებს არ უნახავთ. გადაწყვეტილება ანალიზების პასუხების მაჩვენებელზე დაყრდნობით მიიღეს. ნიკოლოზ ყიფშიძის ინფორმაციით, მათთან შეხვედრაზე უარი თავად მესამე პრეზიდენტმა თქვა.
ყიფშიძე არ გამორიცხავს, რომ ჰოსპიტალიზაცია დღესვე მოხდეს, თუმცა სად, ეს უცნობია.