უკრაინის სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესს ეხმაურება, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს გარეშე ჩაიარა.
ლუდმილა დენისოვა წერს, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემამ დღეს დაარღვია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი. დენისოვა საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, რეაგირებისკენ მოუწოდებს:
“საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ასეთი ქმედებები არღვევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლს, რომელიც გარანტირებულია სამართლიანი და საჯარო მოსმენის უფლებაზე.
მოვუწოდებ უცხო სახელმწიფოებს და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, რეაგირება მოახდინონ ამ დარღვევაზე და მოითხოვონ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრების უფლების აღდგენა” ნათქვამია ლუდმილა დენისოვას განცხადებაში.
პენიტენციურის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ პროცესს არ დაასწრეს. მომდევნო სხდომა კი 29 ნოემბერს დანიშნეს.