შიმშილობის მე-8 დღეს “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას მდგომარეობა სახიფათოდ გართულდა. ბოლო სამედიცინო ანალიზებმა აჩვენა, რომ მისი სასიცოცხლო პარამეტრები უკიდურესად დაბალ ზღვარზეა.
მედიკოსების მოთხოვნით, ოპოზიციონერს, რომელიც მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს, დღეს გადასხმა გაუკეთდა. ხოშტარია შიმშილობას განაგრძობს და მისი ოჯახის წევრები და ოპოზიციონერი კოლეგები ყოველწუთიერად ინტერესდებიან მისი მდგომარეობოთ.