”იმდენად ეშინიათ სააკაშვილის, რომ სასამართლოზეც კი არ წარადგენენ. ასეთი შეშინებული ეს ხელისუფლება არ ყოფილა არასოდეს. იციან რომ თუ მიშას ხალხისთვის სიტყვის თქმის შესაძლებლობა ექნება, თუნდაც სასამართლო დარბაზიდან, შეიძლება ვეღარაფერი დაუპირისპირონ. შეიძლება მოსამართლემაც გაუსხათ. ასეთი შეშინებული ხელისუფლება არასოდეს გვყოლია. ახლა ცდილობენ დაკავებებით შეგვაჩერონ. არ გამოვა. პროტესტი არ შეწყდება.
ეს ქვეყანა ნორმალური ცხოვრების რიტმს ვერ დაუბრუნდება. არსებობს მხოლოდ ორი გამოსავალი: .1. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება. ან 2. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება. ხელისუფლების ცვლილება გარდაუვალია და რაც უფრო მალე შეეგუება ქართული ოცნება ამ აზრს, მით უკეთესი მისთვის და მთელი ქვეყნისთვის. ვირეშმაკობით და არჩევნების მოპარვით ხელისუფლებაში ვერ დარჩებიან.”-
წერს სოციალურ ქსელში მწერალი ტორესა მოსი. შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირველი სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე დასწრების უფლება არ ჰქონდა თავად დაკავებულს.