(ვიდეო) ამას ჰქვია მიზანმიმართული მკვლელობა! – ნიკა გვარამია

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი და მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი, ნიკა გვარამია გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის შეყვანის კადრებს გამოეხმაურა, რომელიც რამდენი წუთის წინ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა.

“როგორც კი სააკაშვილის ჯანმრთელობის კონდიციის გაუმჯობესების და მისი მდგომარეობის სტაბილიზაციის გზების ძიებას ვიწყებთ, იუსტიციის სამინისტრო იწყებს კადრების გამოქვეყნებას, რომ პატიმარზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინოს და გამოიწვიოს სააკაშვილის პროტესტი, რითიც კიდევ უფრო დამძიმდება მისი მდგომარეობა.

ამას ჰქვია მიზანმიმართული მკვლელობა”, – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში შეყვანის კადრების გაასაჯაროვა.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ ვიდეოკადრებს, რომელიც ასახავს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის შესახლებას, პალატაში განთავსებას და სააკაშვილის მიერ დაწყებულების თანამშრომლების მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების და სამედიცინო ტექნიკის დაზიანების ფაქტს. იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ფაქტს უკვე მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო“, – ნათქვამია პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:

https://www.facebook.com/watch/?ref=external&v=1061505497963689

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share