იუსტიციის სამინისტრომ გომისმთაზე მიწების რეგისტრაციის პროცესი შეაჩერა

იუსტიციის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა კურორტ გომისმთაზე არსებული ქონების – ოზურგეთის მუნიციპალიტეტი – მიმდინარე რეგისტრაციის პროცესი შეაჩერა.

როგორც „გურიის მოამბეს“ ამ უწყებიდან ატყობინებენ, სამინისტრომ რეგისტრაციის პროცესი ისე შეაჩრა რომ არცერთი მოქალაქის (სულ შესული იყო 10 ათასამდე განცხადება) განაცხადი არ დააკმაყოფილა.

იუსტიციის სამინსიტროს ეს გადაწყვეტილება მაძიებელთათვის საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 3 ივლისის №562 ბრძანების საფუძველზე, დასარეგისტრირებელი დიდი ფართობის გათვალისწინებით, სისტემური რეგისტრაციის განსახორციელებლად სულ შვიდი მაღალმთიანი გეოგრაფიული არეალი იყო განსაზღვრული, სადაც მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაცია მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. მათ შორის დაბა გომისმთის დასახლება.

დასახელებულ არეალში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა საბიუჯეტო სახსრებით ფინანსდებოდა, სადაც სისტემური წესით კერძო, მუნიციპალიტეტის და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ყველა მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდებოდა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოქალაქეების მომართვას არ დაელოდა და ნაკვეთის რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურა – საკადასტრო აგეგმვა/აზომვითი ნახაზების მომზადება, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება-ანალიზი და ნაკვეთების დარეგისტრირება – საკუთარი ინიციატივით უფასოდ განახორციელა.

როგორც არჩევნებამდე სამი თვით ადრე ისუტიციის სამინისტრო იუწყებოდა პროექტი კერძო მესაკუთრეებს საშუალებას მისცემდა, მიწის ნაკვეთები მარტივად და უფასოდ დაირეგისტრირებინათ, რათა მოქალაქეებმა შეძლონ რეგისტრირებული საკუთრების ეფექტურად განკარგვა და ეკონომიკური სარგებლის მიღება.

თავიდანვე ვრცელდებოდა ხმები, რომ მაშინდელი იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ეს ინიციატივა, რომელიც მან კურორტ გომისმთაზე სტუმრობისას გააჟღერა, მომავალ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების მოგროვებაზე იყო გათვლილი და მას აღსრულება არ ეწერა.

მიუხედავად ამისა, ათასობით ადამიანი საათობით რიგში იდგა და სპეციალურად ამ საკითხის მოსაგვარებლად შექმნილ კომისიაში განაცხადს არეგისტრირებდა.

10 ათასამდე მოქალაქე სახელმწიფოსაგან მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებაში დარეგისტრირებას იტხოვდა და სახელმწიფოც ამაში მოქალაქეებს ხელს უწყობდა.

კერძო, წულუკიანის ბრძანებით კურორტზე და ქალაქ ოზურგეთში მუშაობა დაიწყეს საჯარო რეესტრის საველე ჯგუფებმა რომლებიც საკადასტრო აზომვების ტექნიკურ საკითხებზე , მათ შორის, რელიეფურ სირთულეებსა და მეტეოროლოგიურ პირობებზე, გეოდეზიური ხელსაწყოების მუშაობის სპეციფიკასა და სხვა პროცედურულ დეტალებზე მუშაობდნენ. მიუხედავად არეალის კომპლექსური ხასიათისა, საამზომველო სამუშაოები აგვისტოს ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო.

მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის ფარგლებში, საჯარო რეესტრი თავად ახდენდა მიწების აზომვას, საკადასტრო ნახაზების მომზადებას, ყველა საჭირო დოკუმენტების მოძიებას, ნახაზების ჩასწორებას და მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირებას. ეს  ყველაფერი კი მოქალაქეებისთვის იყო უფასო.

.ხოლო მოქალაქეებს, ვისაც სურდა თავად მიემართა სახელმწიფოსთვის და რეგისტრაციამდე ან მას შემდეგ, პროცესში კორექტივები შეეტანა, საჯარო რეესტრში მიწის აზომვითი ნახაზი და უფლების დამდგენი დოკუმენტი უნდა წარედგინა.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ საერთო ჯამში საჯარო რეესტრს გომისმთასთან მიმართებაში 10 ათასამდე ადამიანმა მიმარტა თუმცა საჯარო რეესტრმა ყველა მათგანი საფუძვლიანიც თუ უსაფუძვლოც უარით გამოისტუმრა და მეტიც, მიმდინარე კვირის დასაწყისში პროცესი შეწყვიტა კიდეც.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share