ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი პენიტენციურის მიერ გამოქვეყნებულ კადრებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს უსიამოვნო ფაქტია:
„ძალიან უსიამოვნოა ეს ვიდეოგასაჯაროებები პატიმარ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.
ამ თემის სპეკულირების არანაირი აუცილებლობა არ არის.
ნუ დაგავიწყდებათ, რომ ის იყო პრეზიდენტი, მთავარსარდალი, ქვეყნის სახე.
საკითხი უნდა მოექცეს ჯანსაღ, სამართლიან, ეთიკურ ჩარჩოებში და ვფიქრობ, ამის პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც.“- აცხადებს ფოტოგრაფი.