ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 1 820 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 82 ადამიანი.
დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 6 017 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 785 911
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 722 399
- მათ შორის გარდაცვლილი – 11 057
- ბოლო24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 20 166, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 569, , PCR ტესტით – 7 597
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 9,03%, ბოლო 14 დღის – 9,97%, ბოლო 7 დღის – 9,52%
- სულ აცრილია – 2 048 393, დღიურად აცრილია – 1 874
- კარანტინის რეჟიმში – 51
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 847
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 1 191
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.