ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი და მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას და ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს ითხოვს.
„დაუყოვნებლივ მიხეილ სააკაშვლის გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში!დაუყოვნებლივ სრულად პროპორციული ვადამდელი არჩევნები!“ – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.