კივის სეზონი აქტიურ ფაზაშია – რა ღირს პროდუქტი ბაზარზე

საქართველოს კივის მწარმოებელთა ასოციაცია მოელის, რომ წელს 90-100 ტონა კივის მოსავალს მიიღებენ, რაც საშუალო მოსავლიანობად ითვლება. ასოციაცია თავის მოსავალს საქართველოში კივის უმსხვილეს მწარმოებელ და ექსპორტიორ კომპანია Nergeta-ზე ყიდის. თუმცა კომპანიას თავისი პირობები აქვს და ფერმერებისგან მხოლოდ მსხვილ კივს ყიდულობს, რომლის თითო ნაყოფიც, მინიმუმ, 94 გრამს უნდა იწონიდეს. ამდენად, დანარჩენ მოსავალს ასოციაცია ადგილობრივ ბაზარზე ყიდის.

Nergeta-მ ფერმერებისთვის 1 კგ. კივის ფასი შარშანდელი 3,8 ლარიდან (1,15 დოლარიდან) წელს 4,5 ლარამდე (1,43 დოლარამდე) გაზარდა. თუმცა, EastFruit-ის შეაფასებით, ფასების ასეთი ზრდა ფერმერებისთვის დიდი შეღავათი არ არის, რადგან ქვეყანაში სხვადასხვა პროდუქტზე რეალური ფასები საგრძნობლად გაიზარდა. ამასთან, მაღალი ხარისხის პროდუქცია მთლიანი მოსავლის მხოლოდ 30-40%-ს შეადგენს, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე 1 კგ. მცირე ზომის კივის ფასი დაბალია და, დაახლოებით 2 ლარს (0,63 დოლარს) შეადგენს, რაც წინა რამდენიმე სეზონიდან მოყოლებული უცვლელი რჩება.

bpn.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share