მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ ოპოზიციის გეგმები შეიცვალა. ხვალ ქალაქის სამ ლოკაციაზე დაგეგმილი მსვლელობა გაუქმდა, თუმცა როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, ოპოზიცია ფართომასშტაბიან აქციას 15:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე გამართავს.