ლანჩხუთში ოპოზიციის წარმომადგენლის, ლელა ჩახვაძის შვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. თავად ჩახვაძე მომხდარს მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შურისძიებაში სდებს ბრალს: არნახული ანგარიშსწორება ჩემი ოჯახის მიმართ გრძელდება ჩვენი პოლიტიკური გააქტიურების პარალელურად, დღეს გაათავისუფლეს სამსახურიდან ჩემი შვილი გვანცა ჩხარტიშვილი. მთელი ცხოვრება სხვის დაჩაგვრას და უსამართლოდ მოქცევას ვაპროტესტებდი და როგორ გგონია ვითომ პატიოსანო სარიშვილო და ტაბიძე,ცარიელ თავიანო კობალავა -თქვენ გადაურჩებით ჩემს ,,რისხვას’’?! გვანცა გიშლიდათ ხელს სწორედ იმაში,რომ ბავშვების ხარჯზე ფულები არ გეკეთებინათ .ნატა კობალავას ადამიანობაზე არაფერს ვამბობ გვანცაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანი უსამართლოდ გაანთავისუფლა სამსახურიდან მაგის დამსახურება მხოლოდ ის არის რომ კახა ბექაურის ბავშვების ძიძა იყო და სასამართლოზე პირდაპირი გავლენა აქვს. დიახ მე გავაგრძელებ უკომპრომისო,სამართლებრივ ბრძოლას აღნიშნულ სამსახურში მიმდინარე პროცესებზე! წერს, ლანჩხუთში ოპოზიციის ერთ ერთი გამორჩეული წევრი, ლელა ჩახვაძე.