ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ყოფილი დირექტორი საქართველოში, ლორა თორნტონი “ქართული ოცნების” მხრიდან სახალხო დამცველის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
როგორც ის Twitter-ზე წერს, მთავრობა ომბუდსმენის ინსტიტუტს ძირს უთხრის, რაც დემოკრატიის კიდევ ერთი მარცხია.
“ადრეც ვთქვი, რომ დამოუკიდებელი ორგანოების არარსებობა – და შემდგომი კონტროლი და ბალანსირება – საქართველოს სისუსტე იყო. ომბუდსმენის ინსტიტუტი ამ მხრივ მნიშვნელოვანი გამონაკლისი იყო. ახლა საქართველოს მთავრობა ძირს უთხრის ამ ინსტიტუტს და ორგანულ კანონს, რაც დემოკრატიის კიდევ ერთ მარცხია”, – წერს ლორა თორნტონი.
ცნობისთვის, 18 ნოემბერს ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას და ომბუდსმენის ეგიდით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრებს დაემუქრა. მან ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას “ფეიკი” უწოდა და თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამას გაგრძელება მოჰყვება “საფრთხეების” კუთხით, რაზეც ხელისუფლება საუბრობდა, შესაძლოა, როგორც ომბუდსმენის, ისე ექიმების პასუხისმგებლობა დადგეს.