მოძრაობა “დროას” დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას დედა ირინა გუნცაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. წერილში ირინა გუნცაძე სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის ყველა ადამიანს მადლობას უხდის.
”არ ვიცი როგორ გამოვხატოთ მადლიერება საქართველოს მოქალაქეების ჩვენი ემიგრანტების, ჩვენი ოჯახის მეგობრების, ექიმების, ჟურნალისტების, ომბუდსმენის მიმართ, ამ უდიდესი სოლიდარობისთვის, სითბოსთვის და სიყვარულისთვის. ჩვენ მეორედ დავიბადეთ!” – წერს ირინა გუნცაძე.