ამ არჩევნებს ჰყავს მკაფიო ე.წ. “ლუზერები“, ვინც ყველაზე მეტი წააგო ამ არჩევნებში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ერთ-ერთი ლუზერი პარტია “ევროპული საქართველოა” და ამიტომ მათი პოზიცია ყველაზე ხისტია, მათ პარლამენტში შესვლა ხელს არ აძლევს.
“ევროპული საქართველოს მხარდაჭერა ჩამოვიდა 10-ზე მეტი პროცენტიდან 4-ზე ნაკლებ პროცენტამდე. იცით, რომ სულ ხუთი დეპუტატი შედის ამ პარტიის სახელით და მათგან 4, რეალურად ბოლომდე არაა დაკავშირებული ამ პოლიტიკური პარტიის ძირითად გუნდთან და ამიტომ მეტი მოტივაცია აქვთ დესტრუქციისთვის“, – ამბობს კობახიძე.