(ვიდეო) – “ლუკოილზე” მომხდარი თავდასხმის შესახებ შსს კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს

ოზურგეთში, მ.კოსტავას ქუჩაზე მდებარე “ლუკოილის” ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარ თავდასხმაზე მედიასთან შსს-ში კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.

როგორც ”გურიის მოამბე”  წერდა, თავდასხმა დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა და ადგილზე ამ დრომდე პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი მუშაობს.

ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული მიმდებარე ტერიტორია და ოფისში რამდენიმე თანამშრომელის დაკითხვა მიმდინარეობს.

ამ დრომდე არ გვაქვს ინფორმაცია, ეს იყო ფულის გატაცების მიზნით ერთი პირის მიერ შეიარაღებული თავდასხმა თუ ადგილი ჰქონდა ჯგუფურ მოქმედებას.

რისი გარკვევაც ამ დრომდე ჩვენი წყაროებით შევძელით, თავიდანვე ადგილზე გამოძახებული პოლიციის მანქანების ნაწილი სოფელ გურიანთის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, სავარაუდოდ გაქცეული თავდამსხმელის კვალის დასადგენად. თუმცა, ვიცით რომ ამ დრომდე დაკავებული არავინაა.

არც ის ინფორმაცია ვრცელდება, თუ რა რაოდენობის თანხაა წაღებული ადგილიდან.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share