საუკუნოვან წისქვილთან ჭადარი გადაურჩა მოჭრას და ბევრი ჯანსაღი ხეც.
ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით როგორც გარემოს დამცველი…
“ენერგოპრორჯია” აწარმოებს ვანდალურად ჯანსაღი ხეების ჭრას და აპირებდა ამ პროცესის გაგრძელებას, რომ არა უკვე მოსახლეობის აქტიური ჩარევა.
გავეცანი მათ წარმოდგენილ დოკუმენტაციასაც და გარემოს დაცვის დეპარტამენტის ბრიგადა , ოზურგეთის ზედამხედველობის სამსახურიც ადგილზე მოვიდა.
სამუშაოების განხორციელების ნებართვები არასრულია და წინააღმდეგობაში მოდის გარემოს დაცვის კანონმდებლობასთან.
ხეების დაბელვა შესაძლებელია, მოჭრა დაუშვებელი.
ამ სახით კომპანია სოფელ ლიხაურში სამუშაოებს ვერ გააგრძელებს.
“ეკო” იკვლევს და მსვლელობას მისცემს ამ ვანდალურ ფაქტს კომპანიის მხრიდან.
წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გარემოს დამცველი ირმა გორდელაძე.