„ლეოგრანდის“ ტრაგედიიდან 4 წელი გავიდა

სასტუმრო “ლეოგრანდის” ტრაგედიიდან ოთხი წელი გავიდა. 2017 წლის 24 ნოემბერს, სასტუმრო “ლეოგრანდში” გაჩენილი ხანძრის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის საქართველოს 10 და ირანის 1 მოქალაქე იყო.

2017 წლიდან დღემდე კი ბათუმში, 24 ნოემბერს, საღამოს,  ტრაგედიის ადგილას, სასტუმრო „ლეოგრანდის“ შესასვლელში მოქალაქეებს ყვავილები მიაქვთ და სანთლებს ანთებენ ხანძრის შედეგად 11 დაღუპულის ხსოვნის პატივსაცემად.

შეგახსენებთ:

“ლეოგრანდში” სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე გამოძიებამ სასტუმროს ორი თანამშრომელი დააკავა. სასტუმროს ტექნიკურ მენეჯერს 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საწყობის უფროსს კი – ორი წლით.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share