ახალ წელს და არდადეგებზე მიდის ვირუსი სადმე, რამე საგზური აქვს აღებული? – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში შეზღუდვების გამკაცრებას სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვით ეხმაურება.

„სრულიად აბსურდული, არალოგიკური და რა თქმა უნდა, თავიანთი ტყავის გადარჩენისთვის მიღებული გადაწყვეტილებაა. სილამაზის სალონებს არ კეტავთ, არც უნდა დაკეტოთ და კეტავთ დიდ სავაჭრო ცენტრებს. რანაირად არის სილამაზის სალონი უფრო უსაფრთხო, ვიდრე დიდი სავაჭრო ცენტრი.

როგორ არის, რომ 24-ში ისევ გაიღება?! ესე იგი, ახალ წელზე, არდადეგებზე მიდის ვირუსი სადმე? რამე საგზური აქვს აღებული? თუ სულ სხვა რაღაცაა, რომ გინდათ ახლა სასწრაფოდ, კონტრაბანდულად შეიყვანოთ თქვენი არალეგიტიმური, უკანონო პარლამენტი, დანაშაულებრივი გზით დანიშნული და ამისთვის გჭირდებათ და ხალხი ფეხებზე გკიდიათ. ის 10 მილიარდი სად წავიდა, რომელიც თქვენ აიღეთ, ეს კაპიკები, რომელსაც ხალხს უგდებთ, ეს არის 10 მილიარდის ხარჯვა? რომელიც თქვეს ტენდერებზე, ბიზნესებზე დახარჯეთ.

მთავრობას უნდა, რომ ჩაკეტოს ხალხი, ერთადერთი გამოსავალია ხალხმა ჩაკეტოს ეს ოცნების მთავრობა და ამოისუნთქოს შვებით. მერე პარალელურად ვირუსსაც დავამარცხებთ და წელშიც გავიმართებით”, – აცხადებს სააკაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share