რა ბედი ეწია შევარდნაძის ცნობილ ჭიქას, საიდანაც სააკაშვილმა “ვარდების რევოლუციის” დროს ჩაი დალია?

“ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ი­დან” 18 წელი გავიდა. ამ დღეს ოპო­ზი­ცი­ის მა­შინ­დე­ლი ლი­დე­რი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტში წი­თე­ლი ვარ­დით შე­იჭ­რა და ტრი­ბუ­ნას­თან მყოფ პრე­ზი­დენტ შე­ვარ­დნა­ძეს გა­დად­გო­მა მოს­თხო­ვა. მერე კი ტრი­ბუ­ნას­თან თა­ვად მი­იჭ­რა და შე­ვარ­დნა­ძის ჩაიც და­ლია. იმ დღის შემ­დეგ წი­თე­ლი ვარ­დი და ჩაის ჭიქა რე­ვო­ლუ­ცი­ის სიმ­ბო­ლოდ იქცა.

rose-revolution-1637740547.jpg

revolucia-2003-23-noemberi-3-1637740563.jpg

მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების შეჭრა პარლამენტში

download-1637740682.jpg

გაიცანით ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც შე­ვარ­დნა­ძის ჩაის ჭიქა ქორ­წილ­ში სა­ჩუ­ქა­რად მი­ი­ღო და მას მერე ამ ნივთს მის­თვის უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.

“შე­ვარ­დნა­ძის ცნო­ბი­ლი ჭიქა, რომ­ლი­და­ნაც მი­შამ 2003 წელს პარ­ლა­მენ­ტში ჩაი და­ლია, 23 ნო­ემ­ბრი­დან ჩემ­თან ინა­ხე­ბა”, – ამბობს ინ­ტერ­ნეტ­მე­დია ჯგუ­ფის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძე.

chaa-1637741141.png

გი­ორ­გის ზუს­ტად იმ დღეს, 2003 წლის 23 ნო­ემ­ბერს ქორ­წი­ლი ჰქონ­და და მე­გო­ბარ­მა, რო­მე­ლიც მა­შინ პარ­ლა­მენ­ტში იმ­ყო­ფე­ბო­და, ამის აღ­სა­ნიშ­ნად, ქორ­წილ­ში რე­ვო­ლუ­ცი­ის მთა­ვა­რი სიმ­ბო­ლო – ჭიქა აჩუ­ქა.

chais-chika-2018-09-25-ctiiddotex-1-1637741024.jpg

“სა­ერ­თოდ, სიმ­ბო­ლო­ებს დიდი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დატ­ვირ­თვა აქვს. “ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის” შე­სა­ხებ მსოფ­ლი­ომ სწო­რედ მა­შინ შე­ი­ტყო, როცა შე­ვარ­დნა­ძე პარ­ლა­მენ­ტი­დან გა­იქ­ცა, ტრი­ბუ­ნას­თან კი ოპო­ზი­ცი­ის მა­შინ­დე­ლი ლი­დე­რი მი­ვი­და და მისი ჭი­ქი­დან ჩაი და­ლია”, – ამ­ბობს გი­ორ­გი და რე­ვო­ლუ­ცი­ის სიმ­ბო­ლო­ებ­ზე სა­უ­ბარს გა­ნაგ­რძობს:

“რო­გორც ვიცი, ყო­ფილ დე­პუ­ტატ­თან, კობა ამირ­ხა­ნაშ­ვილ­თან ის წი­თე­ლი ვარ­დი ინა­ხე­ბა, რომ­ლი­თაც სა­ა­კაშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტის დარ­ბაზ­ში შე­ვი­და… მე კი, რო­გორც უკვე გი­თხა­რით, მაქვს ჭიქა. რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ, მა­ლე­ვე იყო შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, შე­ვარ­დნა­ძის ჭიქა ერთი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის და­მეთ­მო, მაგ­რამ, ვერ გა­ვი­მე­ტე… სხვა­თა შო­რის, კრწა­ნი­სის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში მი­ვე­დი და შე­ვარ­დნა­ძეს ვუ­თხა­რი იმის შე­სა­ხებ, რომ მისი ჭიქა მე მქონ­და. გა­ი­ცი­ნა და მი­თხრა, – შე­საძ­ლოა, ერთ დღეს ის ძა­ლი­ან ძვი­რად გა­ყი­დოო”, – დას­ძენს გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძე.

allnews.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share