ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, 12 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა.
მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა. როგორია მისი მდგომარეობა, ამ დროისთვის უცნობია.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო, დამატებითი დეტალები კი ცნობილი მოგვიანებით გახდება