”სააკაშვილის ფანჯარასთან აყენია მანქანა, რომელიც ელექტრომაგნიტურ ტალღებს ასხივებს” – ჩალაძე

”ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ფანჯარასთან აყენია მანქანა, რომელიც ასხივებს ელექტრომაგნიტურ ტალღებს. ჩვენი მთავრობისთვის გასაგებ ენაზე, რუსულად ე.წ სისტემა “კუპოლი”, ანუ გუმბათი. მისი გამოსხივება მინიმუმ 100 მეტრის რადიუსით სასიცოცხლო საფრთხეს უქმნის ყველა გარშემო მყოფს. იწვევს სისხლის გათეთრებიდან დაწყებული ფსიქოლოგიური აშლილობით დამთავრებული. ჩვენი კადრებით, ერთ კილომეტრზეა დაფიქსირებული ეს გამოსხივება. ეს იწვევს ადამიანის ფსიქიკურ შეშლილობას, ჯანმრთელობის მოსპობას და სიკვდილს. ამას შეუძლია მოკლას ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, ამას შეუძლია მოკლას ყველა, ვინც ამ ფანჯრებთან, ამ მანქანასთან 100 მეტრის რადიუსში იმყოფება”.

ამის შესახებ ენმ-ს წევრმა, გიორგი ჩალაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან განაცხადა, სადაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share