მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი, ნიკა გვარამია წერს, რომ მომდევნო სასამართლო პროცესზე პროკურორ ჯარჯი წიკლაური აცილების შუამდგომლობას დააყენებს. ამის მიზეზი კი წიკლაური დღევანდელი განცხადებაა:
“პროკურორი” ჯარჯი წიკლაური აცხადებს:
28 წლის ბიჭი მოკლეს წამებით, ყელი გამოჭრეს, ეს დასტურდება ჩვენი მტკიცებულებებით და ამაზე ბრალდებული სააკაშვილი გვითითებს, რომ ეს არის „პიარული“, – ამის შესახებ პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, როდესაც სანდრო გირგვლიანთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
ამასთან, პროკურორის განცხადებით, 7 ნოემბრის საქმეს სააკაშვილმა მანიაკალური გამოძიება უწოდა, „საქმეს, რომელსაც 100 დაზარალებული ადამიანი ჰყავს, რომელთაგან დღეს ბევრი უკვე ცოცხალიც აღარ არის“.
„ჩვენი განსახილველი საქმე სასამართლოს კარგად მოეხსენება, რომ პირველ რიგში, გირგვლიანის საქმეს ეხება. იმიტომ, რომ გააშუქა „ტელეიმედმა“ ეს საქმე, ამიტომ დაარბიეს. გირგვლიანის საქმეზე დღეს მოვისმინეთ, რომ არის მოგონილი და „პიარული“ საქმე“, – განაცხადა პროკურორმა.
გეკითხებით ყველა პროფესიონალ იურისტს და უბრალოდ ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანებს: ამ განცხადებას რა ქვია? რაიმე კავშირი აქვს საქმის განხილვასთან ამ პოლიტიკურ და მოეალური დამუნათების ტექსტს? სხვა რა არის პოლიტიკური მიკერძოება?!
ამაზე პასუხის გაცემა მოსამართლეებსაც მოუწევთ, რადგან პირველი, რასაც შემდეგ პროცესზე გავაკეთებ, ამ სამარცხვინო და არაკვალიფიციური “პროკურორის” აცილებას დავაყენებ.” წერს ნიკა გვარამია.
7 ნოემბრის ბრალდების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა. პროცესს პირველად დაესწრო მესამე პრეზიდენტიც და მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს უპასუხა.