document.body.remove()
გურიის მოამბე

რატომ შეუწყვიტა ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტები ქრონიკული დაავადების მქონე პენსიონერებს?


ძვირადღირებული მედიკამენტები, რომლებიც ქრონიკული დაავადების მქონე პირთა გარკვეულ ნაწილს თვეში ერთხელ უფასოდ მიეწოდებოდა, სამინისტროს მხრიდან ბოლო დროს აღარ გაიცემა. “ლიმიტი ამოწურულია”-ასეთია პასუხი მომხმარებლებისთვის, ვისაც გარკვეული ტიპის მედიკამენტები უფასოდ მიეწოდებოდათ.

კონკრეტული ფაქტის შესახებ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს ოზურგეთელი პედაგოგი, ირმა გორდელაძე, რომლის პოსტსაც უცვლელად გთავაზობთ:

ეს მწვავე საკითხია, ჩემს ირგვლივ ბევრს შეეხო:თანასოფლელებს, ახლობლებს  და შეუქმნა  დიდი პრობლემები.

ბოლო თვეებია უბნის ექიმებს ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერი პაციენტების მედიკამენტებით დახმარების პროგრამა პასუხობს-ლიმიტი ამოწურულია!

ქრონიკულად დაავადებულ პენსიონრებს შესაბამისი მედიკამენტი სულ სჭირდებათ, თან ცეცხლის ფასი ადევს. სამი თვით მოხდა მათი უზრუნველყოფა მხოლოდ.

წელიწადში 12 თვეა და არა 3 თვე და დარჩენილ თვეებში დაწყდეს ეს ადამიანები?

ასთმიანებისთვის  საჭირო პრეპარატი ” სერედიტი” 117 ლ ღირს. როგორ შეძლოს წამლის და საკვების ყიდვა საცოდავი პენსიით?

ხუთ ქრონიკულ დაავადებაზე იყო გათვლილი ეს პროგრამა.ესენია:

1. ბრონქიალური ასთმა.

2.გულის ქრ. დაავადება.

3.ეპილეფსია, პარკისონი.

4.არტერიული ჰიპერტენზია.

5. შაქრიანი დიაბეტი.

შეწუხებულია სოფლის ექიმებიც და  პაციენტები, რომელთა დახმარებაც ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივაა.

გთხოვთ ჟურნალისტებს! ეგებ გაარკვიოთ-რატომაა ეს ლიმიტი ამოწურული და რატომ ვერ იმეტებენ თანხას გაჭირვებული ადამიანებისთვის?-წერს გორდელაძე, რასთან დაკავშირებითაც “გურიის მოამბე”შეეცდება კომენტარი მოიპოვოს ჯანდაცვის სამინისტროდან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights