ძვირადღირებული მედიკამენტები, რომლებიც ქრონიკული დაავადების მქონე პირთა გარკვეულ ნაწილს თვეში ერთხელ უფასოდ მიეწოდებოდა, სამინისტროს მხრიდან ბოლო დროს აღარ გაიცემა. “ლიმიტი ამოწურულია”-ასეთია პასუხი მომხმარებლებისთვის, ვისაც გარკვეული ტიპის მედიკამენტები უფასოდ მიეწოდებოდათ.
კონკრეტული ფაქტის შესახებ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს ოზურგეთელი პედაგოგი, ირმა გორდელაძე, რომლის პოსტსაც უცვლელად გთავაზობთ:
ეს მწვავე საკითხია, ჩემს ირგვლივ ბევრს შეეხო:თანასოფლელებს, ახლობლებს და შეუქმნა დიდი პრობლემები.
ბოლო თვეებია უბნის ექიმებს ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერი პაციენტების მედიკამენტებით დახმარების პროგრამა პასუხობს-ლიმიტი ამოწურულია!
ქრონიკულად დაავადებულ პენსიონრებს შესაბამისი მედიკამენტი სულ სჭირდებათ, თან ცეცხლის ფასი ადევს. სამი თვით მოხდა მათი უზრუნველყოფა მხოლოდ.
წელიწადში 12 თვეა და არა 3 თვე და დარჩენილ თვეებში დაწყდეს ეს ადამიანები?
ასთმიანებისთვის საჭირო პრეპარატი ” სერედიტი” 117 ლ ღირს. როგორ შეძლოს წამლის და საკვების ყიდვა საცოდავი პენსიით?
ხუთ ქრონიკულ დაავადებაზე იყო გათვლილი ეს პროგრამა.ესენია:
1. ბრონქიალური ასთმა.
2.გულის ქრ. დაავადება.
3.ეპილეფსია, პარკისონი.
4.არტერიული ჰიპერტენზია.
5. შაქრიანი დიაბეტი.
შეწუხებულია სოფლის ექიმებიც და პაციენტები, რომელთა დახმარებაც ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივაა.
გთხოვთ ჟურნალისტებს! ეგებ გაარკვიოთ-რატომაა ეს ლიმიტი ამოწურული და რატომ ვერ იმეტებენ თანხას გაჭირვებული ადამიანებისთვის?-წერს გორდელაძე, რასთან დაკავშირებითაც “გურიის მოამბე”შეეცდება კომენტარი მოიპოვოს ჯანდაცვის სამინისტროდან.