საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას.
“კოვიდმა არც მე ამიარა გვერდი, ვიმკურნალე ჩაფიძის კლინიკის კოვიდგანყოფილებაში. სიტყვით რთულია იმის გადმოცემა რამხელა სითბო, პროფესიონალიზმი, წესრიგი სუფევს ამ კლინიკაში.
მადლობა მის მედპერსონალს თავდადებული, დაუღალავი და სწორად ორგანიზებული შრომისათვის”, – წერს ნიკოლოზ სააკაშვილი.